გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან, ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს

0

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საპარლამენტო ოპოზიციური დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან.
როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ამ ორი პარტიის წევრებს ერთმანეთში რამე უთანხმოება აქვთ, ამან დიდი გავლენა ან რაიმე სკანდალური ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს.
„იქ ხანდახან რაღაც გაუგებრობებია, რომელიც გარეთ გამოდის, მაგრამ ამ ორივე პარტიის არსი, ძირითადად, ერთი და იგივეა – დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და დანაშაულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ასე რომ, აქ ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს. საზოგადოება სამეგრელოშიც, თბილისსა და მარნეულის რაიონშიც პროცესებს სწორად აფასებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არის ხალხი, რომელსაც გული შესტკივა, პატრიოტული განწყობების არიან და, რაც მთავარია, პროფესიონალური მონაცემები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე – ოპონენტებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ნაციონალურ მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი