ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

ყოფილ პრემიერმინისტრსა და შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მერაბიშვილის საქმე კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ 11 აპრილს განიხილა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, რაზეც უარი ეთქვა. მსჯავრდებული ინფორმირებულია ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
ცნობისათვის, „უდოს“ კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები