ესპანეთი რუსეთისგან “კანონიერი ქურდის”, ტარიელ ონიანის ექსტრადირებას ითხოვს

“კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი ესპანეთში ეჭვმიტანილია კრიმინალური სფეროს დახმარებით უკანონოდ მოპოვებული კაპიტალის გათეთრებაში. კრიმინალური “ავტორიტეტი”, ინტერპოლის ბრძანებით, რუსეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “DW” ავრცელებს.
ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს 23 აპრილს ოფიციალური მოთხოვნით მიმართა ტარიელ ონიანის გასასამართლებლად, მისი ესპანეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად. ზემოხსენებული ქმედებებისთვის პროკურატურა ონიანისთვის მოითხოვს 8-წლიან და 6-თვიან პატიმრობას, ასევე – 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები