შრი ლანკის ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებლის ვიდეო ვრცელდება(ვიდეო)

საინფორმაციო პორტალი Sky News-ი შრი ლანკაზე მომხდარი ტერორისტული შეტევის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის ვიდეო აქვეყნებს. ის ჩანთაში ჩაწყობილი ასაფეთქებელი მოწყობილობით შედის ერთ-ერთ ეკლესიაში, სადაც 110-მდე ადამიანი დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, შრი ლანკის ხელისფულება მომხდარ ტერაქტს ახალ ზელანდიაში კრაისჩერჩის თავდასხმას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ეს შურისძიება იყო.

შეგახსენებთ, რომ კრაისჩერჩის მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები