გიორგი გოგლიჩიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატი კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.
“ძირითადი პრობლემა თემში გაზიფიცირებაა, რაზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მოსახლეობა პესიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა, მე მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია და ყველა ნიუანსში გავარკვიე, თუ როდის დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები. თემში, ასევე, შიდა და საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, თუ რა გაკეთდება თემში 3 წელიწადში”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძე.
​მანვე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს თემში 17 მცირემასშტაბიანი და 3 რეგიონული განვითარების ფონდის პროექტი განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები