სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები პანკისის ხეობას ტოვებენ
სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები პანკისის ხეობას ტოვებენ, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, პოლიცია სრულად დაიცავს მართლწესრიგსა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
რაც შეეხებათ აქციის მონაწილეებს, მათმა ნაწილმა შეკრების ტერიტორია დატოვა, ნაწილი კი ადგილზე რჩება.
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის, 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი კლინიკაშია გადაყვანილი.
პანკისის ხეობაში მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.