ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს – ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმაც გაიგეს.  გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანია.
უცნობია, შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.
ამასთან, შს სამინისტროში უარყოფენ მოქალაქის დაჭრის ფაქტს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით გამოძიება საქ. სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავეების დასაკავებლად.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, სიმართლეს არ შეესაბამება – განუცხადეს „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები