ვაკე-საბურთალოს პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1973 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი “საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები