დავით ზურაბიშვილი: ისევ ხმალამოღებულნი იცავდნენ თავიანთ კანონპროექტს მაშინ, როცა იცოდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნები

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან უარყოფითია. ამის შესახებ ზურაბისვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე მგონი, არ არის აუცილებელი, იყო იურისტი და სამართლებრივ საკითხებში კარგად გარკვეული, რომ ძალიან ადვილად დაინახო – ეს ძალიან უარყოფითი დასკვნა; მით უმეტეს, თუ გავითვალსწინებთ, რომ ვენეციის კომისიას საერთოდ არ სჩვევია მკვეთრი პოლიტიკური შეფასებები, ძალიან იშვიათად მიმართავენ ისინი თავიანთ დასკვნებში ამას; ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ, რაც შეიძლება, კონსტურქციულები ხელისუფლების მიმართ, როდესაც ხელისუფლება უგზავნის მათ შენიშვნებისთვის თავის კანონპროექტს. ასეთი დონის კრიტიკული შენიშვნები 2004 წელს იყო, თუ არ ვცდები, კონსტიტუცია რომ შეცვალა სააკაშვილმა,; ეგეთი მაშინ ჰქონდათ, მეორედ ახლა ვხედავთ. ძალიან კონკრეტულად თუ ვიტყვით, აქ, ჩემი აზრით, რამდენიმე პუნქტია მთავარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს ნდობა და არ შეიძლება, მან წარადგინოს მოსამართლეები; ანუ, შემუშავებული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, ქულები და ამის მიხედვით უნდა ხდებოდეს წარდგენა. პრაქტიკულად, ეუბნება ვენეციის კომისია, ამ კანტორას, იუსტიციის საბჭო რომ ჰქვია და მთლიანად ხელისუფლებისა და მოსამართლეთა “კლანის” წევრებითაა დაკომპლექტებული – ორი ადამიანის გამოკლებით, მათ არ შეუძლიათ წარდგენა. პარლამენტის მიმართაც არის შენიშვნა გამოთქმული, რომ არ უნდა დაამტკიცოს სრული შემადგენლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და გადატანილი იქნას მისი ნახევარის დამტკიცება მაინც შემდეგი პარლამეტისთვის. კიდევ ბევრი შენიშვნაა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეტყობა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით მიმართეს ხერხს და წარბშეუხრელად გამოგვიცხადეს, რომ ეს არის დადებითი დასკვნა. ვენეციის კომისიამ მათი კანონპროექტი მოიწონა, რაღაცებს გაითვალსიწინებენ, რაღაცები, შეიძლება, ვერ გაითვალსიწინონ. ეს ყოველთვის ასეა, იმ შენიშვნიდან გაითვალისწინებენ იმას, რომელიც არ არის არსებითი, ხოლო რომელიც ხელს შეუშლიდა “კლანისა” და მოსამართლეთა იმ ჯგუფის წევრების დანიშვნას უზენეს სასამრთლოში, იმას არ გაითვალსიწინებენ. გათვალისწინებული იქნება არაარსებითი რეკომენდაციები, რომლებიც ამ ხალხის დანიშვნის ხელს, მაინცდამაინც, არ უშლის.

ყველამ ვიცით, რომ, როგორც წესი, ვენეციის კომისია დასკვნას ცოტა ადრე უგზავნის ხელისუფლებას. სანამ კომიტეტის სხდომას მოიწვევდნენ პარლამენტში, სადაც ისევ ხმალამოღებული იცავდნენ თავიანთ კანონპროექტს, მათ უკვე ძალიან კარგად იცოდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნები და არ გადადეს სხდომა. ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას  აპირებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ; შერჩევის კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს მოსამართლეების გამოცდილება და დამოუკიდებლობა; არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საჭიროება უნდა გადაიხედოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები