,,ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ ვლადი ბოჭორიშვილი გახდა

ტყიბულში ”ეტალონის“ მორიგი ინტელექტჩემპიონატი გაიმართა, სადაც სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეჯიბრება N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში 22 სკოლის 78 გამორჩეული მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ინტელექტჩემპიონატს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი – თემურ ჩუბინიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი – ალეკო ბიბილაშვილი, საკრებულოს წევრი – თეიმურაზ ქელბაქიანი და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ირინა კორძაია დაესწრნენ. ინტელექტჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ,,ტყიბულის ეტალონ მოსწავლეს“, ლუკა ფორჩხიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
დაძაბულ ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ვლადი ბოჭორიშვილმა მოიპოვა და “ეტალონი მოსწავლის” ტიტულსაც დაეუფლა; მეორე ადგილზე №6 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი ჯანელიძე გავიდა; ხოლო მესამე ადგილი ასევე №1 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ გურაბანიძემ დაიკავა. ,,ტყიბულის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერმა პირადად მიულოცა და მას ,,ეტალონის“დიპლომი გადასცა. ,,ეტალონის“ შესაბამისი სიგელი ინტელექტმარათონის ყველა მონაწილეს გადაეცა.
გამარჯვებული ვლადი ბოჭორიშვილი რუსთაველის გამზირზე ღია ცის ქვეშ დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და, დანარჩენ კანდიდატებთან ერთად, საქართველოს 2018 – 2019 წლის ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის იბრძოლებს.
ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები