სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, სადაც შეხვედრები გამართა აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრებთან, ასევე, წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველო-აშშ-ს შორის არსებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის ურთიერთობები, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმები; ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება.
„აშშ-ში ვიზიტის დროს, ყველა შეხვედრაზე ამერიკელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა. განსაკუთრებით კი, ყველა იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რაც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. აშშ კვლავ აგრძელებს საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ვიზიტის დასასრულ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის კონგრესში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქართული პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც ქართველმა კანონმდებელმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები