ირაკლი ბერაია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისსა და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს და ალიანსის გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ასევე, 2019 წლის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება შეაფასეს.
განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების წარმატება და მისი მნიშვნელობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრაზე სასაუბრო თემებს, აგრეთვე, განეკუთვნებოდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი კოორდინაციისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს დაეთმო.
ირაკლი ბერაიასა და როსარია პულისის შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც გამახვილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები