კოჯორში გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად საყრდენი კედელი შენდება

კოჯორში, სკოლის ქუჩაზე, სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრის საყრდენი კედელი შენდება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კედლის მოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა აფინანასებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 137 593 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ახალი კიბე, კედლის მთელს პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ინსტალ+“ ასრულებს, რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„მთაწმინდა რელიეფურად რთული რაიონია და გამგეობისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობასა და, ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. გასულ წელს, რაიონში გრუნტის დამჭერი 20-ზე მეტი კედლის მშენებლობა განვახორციელეთ და მიმდინარე წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში სამი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, სკოლის ქუჩაზე კედლის მშენებლობა კი თვის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები