თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები