თამარ ჟვანია: ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდით

„ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდით და ვასრულებდით და ზუსტად არის ჩვენი გეგმა 2020 წლის არჩევნებისთვისაც“, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ცესკო-ს 2018 წლის ანგარიშის წარდგენის დაწყებამდე განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს ცესკო-ში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება.
„ეს არის 2018 წლის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ჩვენს საქმიანობას წარვუდგენთ საზოგადოებასა და ყველა იმ ჩართულ მხარეს, ვინც არჩევნებში აქტიურად მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, ვთქვათ ყველაფერი, რაც გავაკეთეთ არა მხოლოდ საარჩევნო პროცედურული თვალსაზრისითა და არჩევნების ორგანიზების კუთხით, არამედ – მთლიანად რა ღონისძიებები განვახორციელეთ. ამავეს დროს, ანგარიშგებისას აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალ გეგმებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების ის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებსაც აქამდე ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდით და ვასრულებდით და ზუსტად არის ჩვენი გეგმა 2020 წლის არჩევნებისთვისაც“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები