აკაკი ზოიძე: საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებშია წარმოდგენილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, აკაკი ზოიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის ანგარიშები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს ჰგავს.
„ზოგჯერ ეს ანგარიშები, თავისი ფორმითა და შინაარსით, პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს ჰგავს. რა თქმა უნდა, არის პრობლემა, საჭიროა ყურადღება და ეს არის ის მიმართულება, რაზეც მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია. არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებშია წარმოდგენილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები