ვახტანგ ბერიძე: ჩემთვის პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი”, – ამის შესახებ ხულოს მერობის კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ წარდგენის შემდეგ განაცხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და თქვენთან ერთად ვაკეთო ის საქმე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანასა და თითოეულ ხულოელს სჭირდება.
ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხელმძღვანელობას, პოლიტიკურ გუნდს, რომ მომცა საშუალება, დღეს თქვენ წინაშე გამოვსულიყავი და დამედო პირობა, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები.
ძალიან მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ დიდი სიყვარულისთვის. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მმატებს ძალას, რომ დაუღალავად ვემსახურო ხულოს! მე გპირდებით, ყოველი თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი. ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, ჩემთვის არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ იქნებით. მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თოთოეული თქვენგანის გადასაჭრელი პრობლემა – იქნება როგორც ჩემი საკუთარი პრობლემა და თქვენთან ერთად ვიმუშავებ”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.