დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 20 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.
მათივე ცნობით, ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, მათ შორის, დამატებითი ცოცხალი ძალა აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები