სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა – პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, გამეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.
გამოცდების გაუქმებას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, ვინაიდან 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და, კენჭისყრის შედეგად, ჩავარდა. მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს. ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ არავითარი ტექნიკური შეცდომა მომხდარა და მმართველმა გუნდა აღნიშნული ნაბიჯი გამიზნულად გადადგა.
კანონის მიხედვით, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.