“დელისზე” ერთ-ერთი მატარებლის მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს

მეტროსადგურ “დელისზე” ერთ-ერთი მატარებლის მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა. დღეს დილით, მეტროსადგურ „დელისზე“ მყოფ მატარებელში ზეთის გადახურების გამო, სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც მემანქანემ მგზავრებს შემადგენლობის დაცლა მოთხოვა. მგზავრების ჩამოსვლის შემდეგ, მატარებელი ჩიხში იქნა გადაყვანილი და ის სხვა შემადგენლობით ჩანაცვლდა, რასაც მოძრაობის შეფერხება არ მოჰყოლია”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები