მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი შენგელიას კანდიდატურა რამდენიმე პრინციპის გათვალისწინებით შეირჩა. პრემიერის თქმით, დღეს ზუგდიდს სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება სჭირდება.
„თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია, ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით: პირველი – არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს. დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა შენგელია ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. ​ეს ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია; თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია; მესამე და ყველაზე მთავარი, გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი, მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები