დღეს, ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 19:00 სთ-ზე, თბილისში, აბანოთუბანში, ინდუსტრიული ჰოლდინგი „aigroup“ პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „aienergy“, „aicar“, „aipower“ და „aiproduction“.
ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში  ინვესტიციების განხორციელებას კომპლექსურად იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია „Aigroup“-სა და უმსხვილეს 157-წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია „Changan“-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.
რაც შეეხება „aigroup“-ში შემავალ კიდევ ერთ კომპანია „aicar“-ს, „aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის მომხმარებელს მოქნილ სერვისს ე.წ. საზიარო ავტომობილს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ „aicar“-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია.
„Aipower“ ესაა კომპანია რომლის მიმართულებაც მზის ელექტროსადგურებისა და პანელების დამონტაჟება იქნება. დასაწყისისთვის, იგეგმება მზის ელექტროსადგურების ეტაპობრივად დამონტაჟება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე. გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები, განახლებადი ენერგიის მიღებისათვის. მზის სადგურები გაზრდის ენერგიის წარმოებას უმოკლეს ვადებში და შეამცირებს იმპორტს, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ გაზზე.
„Aienergy“-ს მიერ, სერვისის ფარგლებში, დედაქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა.
„Aiproduction“ კი ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას. პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები