ნინო თანდილაშვილი „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ კონფერენციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“, „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ კონფერენციას დაესწრო.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, მხარეებმა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, თევზმოშენების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე ხაზი უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებასაც გაესვა, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
კონფერენციას უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, სომხეთის და აზერბაიჯანის თევზმოშენებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.