საქართველოს კონსული ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა

საქართველოს კონსულმა ბარსელონაში მდებარე ერთერთი ყოფილი სკოლის შენობაში, სადაც 4 აპრილს ესპანელი სამართალდამცველების მიერ კრიმინალური დაჯგუფებების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, განთავსებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა.

საქართველოს კონსული ადგილზე გაეცნო ვითარებას და საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონსულმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განუმარტა ინფორმაცია უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და დარღვევის შედეგების შესახებ. ქეთევან გოგოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას საქართველო ოფიციალურად ჰყავს აღიარებული უსაფრთხო ქვეყნად, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას.

ადგილზე მისული საქართველოს კონსული საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის სურვილი გამოთქვა. კონსულის თხოვნი მიუხედავად, მათმა ნაწილმა შეხვედრას თავი აარიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები