“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად, პოლიციას მოსახლეობის 80% სრულად, ან ნაწილობრივ ენდობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე – რამდენად ენდობით, ან არ ენდობით პოლიციას, პასუხები ასე გადანაწილდა: სრულად, ან ნაწილობრივ პოლიციას მოსახლეობის 80% ენდობა; 17 % უფრო არ ენდობა, ან საერთოდ არ ენდობა, უარი პასუხზე კი 4%-მა დააფიქსირა.
აღსანიშნია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2087 ადამიანი გამოკითხა და კვლევის ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.