საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრეზიდენტსა და ლიტვის არჩეულ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში მას წარმატებები უსურვა. ლიდერებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ლიტველ კოლეგას, როგორც მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.