არჩილ თალაკვაძე: საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ეს უდავოდ ჯარისკაცების და თავდაცვის სისტემის უდიდესი დამსახურებაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სისტემის რეფორმებს, რომელიც ერთი წუთითაც არ გაჩერებულადა როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო მინისტრო – მუდმივი მზადყოფნა ჩვენი ჯარისკაცების, მუდმივი მზადყოფნა ჩვენი თავდაცვის სისტემისარის იმის გარანტია, რისთვისაც სწორედ ჩვენ ვმოღვაწეობდით 2012 წლამდეც, მაგრამ განსაკუთრებით ამის შესრულება შევძელით 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ეს უდავოდ ჯარისკაცების და თავდაცვის სისტემის უდიდესი დამსახურებაც არის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მინისტრის ფორმატში მოსმენის დროს.
არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასდროს.
„ჩვენ მივესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას, რომელიც დღეს ისე მტკიცეა,როგორც არასოდეს. საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა თავდაცვის და სხვა სფეროებშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაცვისმზადყოფნის პროგრამა და დამატებით კიდევ ის 41 მილიონ დოლარიანი დაფინანსება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავსსაქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის. აქ შედის 9 ბატალიონის წვრთნები. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება მნიშვნელოვნადჩვენი ქვეყნის მშვიდობას და მომავალ განვითარებას“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზეა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა თქმაუნდა, თავდაცვის სისტემას ჩვენი ქვეყნისთვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მხოლოდ თავდაცვის სისტემის განვითარება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების მზადყოფნა არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ერთადერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
„სწორედ თავდაცვის სისტემის სრული მზადყოფნის პირობებში არის შესაძლებელი ის ინიციატივები, რომელიც მთავრობას დახელისუფლებას აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რეგიონებთან მიმართებაში. ვგულისხმობ „ნაბიჯს უკეთესი მომავლისაკენ“, სადაცჩვენ არა მხოლოდ თავდაცვის სისტემის გაძლიერებით, არამედ ეკონომიკური სიკეთეების გაზიარებით, განათლების სისტემის გაზიარებით, სოციალური პროგრამებით, ჯანდაცვის პროგრამებით კარს ვხსნით კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისთვის და კიდევ უფრო მეტ ჩვენსთანამოქალაქეს, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვეუბნებით, თუ რას სთავაზობს მათ საკუთარი ქვეყანა. ეს ქმნის კიდევ უფრომეტ კონტრასტს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს იარაღის ჟღარუნის პოლიტიკას. ადამიანები იქ ძალიან კარგად ხედავენ,თუ რამხელა განსხვავებაა იარაღის ჟღარუნსა და ეკონომიკას შორის, განათლებას შორის, თანამედროვე თავდაცვის სისტემას შორის და იმშესაძლებლობებს შორის, რასაც თქვენ ოფიცრებს, ჯარისკაცებს და შეიარაღებული ძალების თითოეულ თანამშრომელს უქმნით“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დადებით შეფასებას იმსახურებს გადაიარაღების პროცესი და რა თქმა უნდა, ჯაველინების პროექტისწარმატებულად დასრულება უდავოდ დამსახურებაა.
„ცალსახაა, რომ ნატოს ანგარიშებში საქართველოს პროგრესი არის შეფასებული დადებითად და დღეს არის მეტი ნატო საქართველოში და მეტინატო საქართველოს თავდაცვის სისტემაში“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ძალა, ვინც ფიქრობს მომავალზე და დღეს „ქართული ოცნება“ სთავაზობთ საზოგადოებასკიდევ უფრო მეტ ინიციატივებს მომავლის შესახებ.
„პრემიერ-მინისტრმა წარადგინა განათლების რეფორმა. ჩვენი ინიციატივები მხოლოდ და მხოლოდ ეხება საუბარს მომავალზე. ჩვენ ვთავაზობთ მშვიდ პოლიტიკას საზოგადოებას და ამ სიმშვიდის მნიშვნელოვანი გარანტორი არის თქვენი სამინისტროც და თავდაცვის სისტემაც“-აღნიშნაარჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოებაზე, როგორც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე დააღნიშნა, რომ კიბერსაფრთხეები და კიბერდანაშაული თანამედროვე სამყაროში არის უფრო მზარდი მნიშვნელობის.
არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ველოდებით, ბატონო მინისტრო, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმას. ჩვენ არ გვინდა ამ ბატონების რიტორიკულიკრიტიკის მოსმენა. ჩვენ გვინდა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომელიც არის თანამედროვე, რომელიც იზიდავს ახალგაზრდებს, სადაცრაც შეიძლება მოკლე დროში უფრო მნიშვნელოვან ცოდნას, უნარებს, პატრიოტულ სულისკვეთებას და საომარ მზადყოფნას მიიღებენადამიანები“,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.