მამუკა ბახტაძე გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო. გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, რაც მხოლოდ დიდ ხელოვანს შეუძლია”, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია მოსკოვში გარდაიცვალა. იგი 88 წლის იყო. საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით ჯერ კიდევ თებერვალში მიიყვანეს და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
გიორგი დანელია დაიბადა თბილისში, 1930 წლის 25 აგვისტოს. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და არქიტექტორადაც კი მუშაობდა.
გიორგი დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“ (1977), „აფონია“ (1975), „კინ-ძა-ძა“ (1986), „შემოდგომის მარათონი““ (1980), „მე დავდივარ მოსკოვში“ და სხვა.
გიორგი დანელიას, 1990 წელს, სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები