მამუკა ბახტაძე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი იყო  პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და იტალიის ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა.
საუბრისას განიხილეს თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობა, რაც იტალიური კომპანიების მიერ საქართველოს საინვესტიციოპოტენციალის კიდევ უფრო უკეთ გაცნობასა და ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებას უზრუნველყოფს.
ყურადღება გამახვილდა განათლების  მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს და რისთვისაც, ყოველწლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება.
პრემიერმა იტალიის მთავრობას საქართველოში საგანმანათლებლო  პროგრამების გახორციელებისთვიდ მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო სხვადასცვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და  აღინიშნა, რომ ამაზე ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის შეხვედრებიც მეტყველებს.
პრემიერმინისტრმა იტალიის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები