ნინო წილოსანი: ხარისხიანი განათლების პროცესში სათანადო ინფრასტრუქტურა აუცილებელი პირობაა

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის 7 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” ავრცელებს.
„ხარისხიანი განათლების პროცესში სათანადო ინფრასტრუქტურა აუცილებელი პირობაა და უმნიშვნელოვანესია სკოლების რეაბილიტაციის პროცესი.
სკოლების რეაბილიტაციის შესახებ ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლა, მაკარ ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა, სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა – ეს იმ სკოლების ჩამონათვალია, სადაც, ტენდერის დასრულების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება”, – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები