ეკა ბესელიას ულტიმატუმი ძალაში რჩება – “ერთი თვის შემდეგ, ყველაფერს სახელს დავარქმევ”

“საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული. ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება მოქალაქეებში დაუცველობის განცდას აჩენს. ამასთან, ბესელია თავის ულტიმატუმსგამოძიებისთვის ერთთვიანი ვადის მიცემის თაობაზე, ძალაში ტოვებს.
„ამ დროს დაველოდოთ. ერთი თვის თავზე, თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი, რაც ხდება, იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. რაც ხდება, არაფერში წერია და მოქალაქეებს საშინელი დაუცველობის განცდას უქმნის. ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები