რა ვითარებაა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში-კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური, დედაქალაქის მასშტაბით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს სისტემურად ამოწმებს.
სააგენტოს ინფორმაციით, როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა, 18 სპეციალისტის შემადგენლობით, გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.
“სახელმწიფო კონტროლი 51 ობიექტში გახორციელდა. მათგან კრიტიკული შეუსაბამობა 12 ობიექტში დაფიქსირდა. სააგენტოს მიერ გახორციელებული აქტიური შემოწმებებისა და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
„აღსანიშნია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისათვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვასილ ბასილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები