ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საუნაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სასტუმრო „მგზავრების“ საუნაში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის გამო, სასტუმროდან მომსახურე პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია გახდა საჭირო. შემთხვევის დროს, სასტუმროში ორი დამსვენებელი იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა. ​ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ​რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები