ნიკა მელია ისნის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღეს ისნის მოსახლეობას შეხვდნენ და უკვე დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ. მერობის კანდიდატმა ისნის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები: დათო კირთაძე და ბესო კვიციანი წარუდგინა.
ნიკა მელიამ მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების გეგმაც გააცნო, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამოქმედდება. სტუდენტი, პენსიონერი, პედაგოგი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უფასოდ იმგზავრებენ, ხოლო სხვა დანარჩენი თბილისელები 50 თეთრის ნაცვლად, მეტროსა და ავტობუსში 20 თეთრს გადაიხდიან, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია მოსახლეობისთვის.