ომბუდსმენი: 2018 წელს, საქართველოში, 2017 წელთან შედარებით ხელოვნური აბორტის რაოდენობა შემცირდა

„2018 წელს, საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ რიცხვმა 24 308 შეადგინა“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „დადებითად უნდა შეფასდეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული რაოდენობის კლებითი დინამიკა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ რიცხვმა 24 308 შეადგინა. მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ, რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ, ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის სერვისის მიმღებისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები