გიორგი ფარესიშვილი: საპენსიო რეფორმა არის აუცილებელი და გარდაუვალი

„საპენსიო რეფორმა არის აუცილებელი და გარდაუვალი“, – აცხადებს თბილისის საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ფარესიშვილი.
მისივე თქმით, ის ქვეყანაში მიმდინარე საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს და ამ მხარდაჭერის მიზეზებსაც განმარტავს: „ცალსახად, მხარს ვუჭერ ამ რეფორმას. ეს არის აუცილებელი და გარდაუვალიც, რამდენადაც დემოგრაფიული ცვლილებებიდან – კერძოდ კი, მოსახლეობის დაბერებიდან გამომდინარე – ადრე თუ გვიან, მაინც დადგებოდა დღის წესრიგში მსგავსი რეფორმის აუცილებლობა და ის ფაქტი, რომ ადრევე დაიწყო ამ მიმართულებით ზრუნვა, ცხადია, მისასალმებელია. ამასთან, ეს რეფორმა მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს სახელმწიფოსგან. მართებული არ არის კრიტიკა სისტემის სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით. მსოფლიოში არ მოიძებნება მაგალითი, რომ ამ რეფორმამ ნებაყოფლობითი ფორმით გაამართლა, რადგან ადამიანები, როგორც წესი, გრძელვადიან დანაზოგს ნაკლებად აკეთებენ. მათ ურჩევნიათ, დღეს მოიხმარონ მეტი. შესაბამისად, აუცილებელია ამ სისტემის იმ ფორმით არსებობა, როგორითაც ამოქმედდა“, – აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები