“ნარკოტესტები მსოფლიოს 30 ქვეყანაში გამოიყენება – ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა იგივეა, რაც ნასვამ მდგომარეობაში”

ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხში, გელა კვაშილავა სოციალურ ქსელში კვლევას აქვეყნებს. კვაშილავა წერს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარება იგივეა, რაც ნასვამ მდგომარეობაში, რასაც უამრავი კვლევა ადასტურებს.
„ნარკოტესტები გამოიყენება მსოფლიოს 30 ქვეყანაში და ის ამოწმებს 5 სახის ნარკოტიკზე. ტესტი ნარკოტიკის ზემოქმედებას გამოავლენს, თუ პირმა 8 საათის განმავლობაში მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარება იგივეა, რაც ნასვამ მდგომარეობაში. უამრავი კვლევა ადასტურებს აღნიშნულს. ეს პრობლემა უამრავ ქვეყანაში დგას და ცდილობენ მის რეგულირებას. სტატიაში ნახსენებია ამერიკა; თუმც,ა ლინკი კანადაში განხორციელებულ კვლევაზე მიუთითებს. ამ კვლევაზე დაყრდნობით მომზადდა დოკუმენტი, რომლის ლინკიც არ არის მოყვანილი. იქ წერია შემდეგი: With cannabis use no longer illegal in some jurisdictions (be this for medical or recreational purposes),laws penalising cannabis-positive drivers may become similar to those penalising alcohol-positive drivers“, – წერს გელა კვაშილავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები