დავით სერგეენკო, დახურულ კარს მიღმა, სოციალურ მუშაკებს ხვდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი, დავით სეერგენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.
სოცმუშაკები სახელმწიფოსგან გარკვეული ბიუროკრატიის ჩამოშორებას, ხელფასების გაზრდასა და ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითხოვენ.
„გვინდა, გავიგოთ, რა აქვთ დასახული, გარდა ოთხი პუნქტისა. 22 პუნქტიდან დავაყენეთ ხუთი მოთხოვნა. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ეს 22 საკითხი გადაწყდება მოკლე ვადებში; ამიტომ ვითხოვთ, რაც არის გრძელვადიანი, მომავალი წლის ბიუჯეტში იყოს გაწერილი. დაიწეროს ამაზე სამოქმედო გეგმა და მითითებულ იქნეს ვადები“, – განაცხადა ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის სოციალურმა მუშაკმა, ნინო კუჭავამ.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც, 25 მარტს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ, დღეს, პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელშიც სამინისტრო მოუწოდებს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთონ.
25 მარტიდან, 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები