დედა, რომელიც თელავში 23 წლის გოგომ, დაჭრა საავადმყოფოდან გაწერეს

დედა, რომელიც თელავში შვილმა დაჭრა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს – ამის შესახებ „კვირას“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება წინა მხრის არეში აღენიშნებოდა.
„პაციენტს წინა მხრის არეში ერთი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. იყო მსუბუქი დაზიანება. პაციენტს ამბულატორიული დახმარება დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და დღეს, დილის საათებში, სახლში გაეწერა“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
შუახნის ასაკის სელმა ს. საავადმყოფოში გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე მიიყვანეს. ის შვილმა ბასრი საგნით დაჭრა. დაჭრას წინ დედა-შვილს შორის შელაპარაკება უძღოდა.
რა გახდა 23 წლის გოგონასა და დედას შორის ჩხუბის მიზეზი, უცნობია. სამართალდამცველებმა 23 წლის გოგო დედის დაჭრისთვის უკვე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები