CROSTY და ზაზა ფაჩულია ერთი გუნდია!
NBA-ს ორგზის ჩემპიონი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდის პირველი ელჩი ხდება. ეს გაზაფხული, იმ ქართველებისთვის, ვინც საზღვრებსა და შეზღუდვებს არ ცნობს, საინტერესო პარტნიორობით იწყება. სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი CROSTY მოხარულია, აცნობოს საზოგადოებას, რომ იწყებს თანამშრომლობას NBA-ს ორგზის ჩემპიონთან, ქართველ ზაზა ფაჩულიასთან, რაც ქართულ ბრენდს აშშ-ის ბაზარზე აგრესიულ შესვლაში დაეხმარება.
ეს თანამშრომლობა CROSTY-ს და ზაზა ფაჩულიას წარმატებული წლების ლოგიკური გაგრძელება იყო, რომლის დროსაც ბრენდი მსოფლიო ბაზარზე გავიდა, ხოლო ზაზამ ორჯერ ზედიზედ იზეიმა NBA-ს ოქროს ბეჭდის მოპოვება „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში, სანამ „დეტროიტ პისტონსის“ გუნდს შეუერთდებოდა. „ჩვენი გუნდი მოხარულია ზაზას CROSTY-ს ოჯახში შემოსვლით. ეს პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირველ ყოვლისა, ის სიმბოლურად ასახავს ჩვენს მთავარ სურვილს, რომ გავავრცელოთ მსოფლიოში თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გზავნილი. ჩვენ, CROSTY-მ, ისევე, როგორც ზაზა ფაჩულიამ, დაუღალავი ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ამასთანავე, ზაზას წარმატება ბევრი ქართველი ახალგაზრდისა და ჩვენი ბრენდისთვისაც შთაგონების წყარო და მაგალითი იყო. ახლა კი ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ მომავალი წარმატებებისკენ“, – აცხადებს CROSTY-ის კრეატიული დირექტორი, გიორგი მიქაია.
ზაზა ფაჩულიას თქმით: „მოძრაობა, მოტივაცია და სრულყოფილების მიღწევის სურვილი – ძალიან ბევრი საერთო ღირებულება მაქვს CROSTY-სთან… ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიხარია ასე ეს პარტნიორობა, ისიცაა, რომ ჩვენ ერთნაირი გზა გავიარეთ წარმატებამდე, ერთნაირად მოგვიწია ბრძოლა მრავალ გამოწვევასთან. და ჩვენ, ორივე, ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ – ქვეყანას, რომლითაც ნებისმიერმა უნდა იამაყოს“.
CROSTY დახვეწილი სპორტული ფეხსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ცდილობს, მის ნებისმიერ ნაბიჯს ახლდეს განაცხადი, რომელიც გამოიხატება სიტყვით „თავისუფლება“, რაც თითოეულ ფეხსაცმელზეა გამოსახული. დღეს, ნიჭიერი ქართველი დიზაინერების წყალობით, საქართველო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია, CROSTY კი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც სპორტული ფეხსაცმლის პირველ რეგიონულ ბრენდს. ყოველი ფეხსაცმელი დიდი ყურადღებით არის დამზადებული და ემსახურება მსოფლიოსთვის იმ მესიჯის მიწოდებას, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს შეზღუდვების გარეშე ცხოვრების წესია. ზაზა ფაჩულიაც იმავე სულისკვეთების მატარებელია. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემდეგ, თავისუფლება გახდა ბევრისთვის ქვეყნის განვითარების ძირითადი კონცეფცია. ახალგაზრდობაში ზაზასთვის კალათბურთი იქცა იმ საყრდენ წერტილად, რამაც მოუტანა ზაზას თავისუფლება.
„საქართველო და ჩემ მიერ განვლილი გზა ყოველთვისაა ჩემი საფიქრალი“, – აცხადებს ზაზა ფაჩულია. „მიხარია, CROSTY გლობალური ბრენდი რომ ხდება და მსოფლიო მალე გაიცნობს ამ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც საქართველოშია დაბადებული. NBA-ში ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე ვცდილობდი, მოდისთვის ფეხი ამეწყო და მსიამოვნებდა გემოვნებიანად ჩაცმა. ახლაც კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც მოედანზე გავდივარ და კარგად მაცვია. ეს ჩემს თამაშზეც პოზიტიურად მოქმედებს. CROSTY მაძლევს ასეთ შეგრძნებას, რისი გაზიარებაც მინდა სხვებისთვის“.
CROSTY შეგიძლიათ, შეიძინოთ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://crostyshoes.com/
CROSTY-ის შესახებ:
ფეხსაცმლის წარმოება საქართველოში ტრადიციული დარგია, თუმცა ის არასოდეს ყოფილა მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დროს, საქმისადმი თავდადებასა და შესაბამის უნარებს. ძმები გიორგი და შოთა მიქაიები აგრძელებენ ამ ტრადიციას და თანამედროვე ელემენტების დამატებით ქმნიან CROSTY-ის ბრენდს. CROSTY-ის ყველა ფეხსაცმელი უმაღლესი ხარისხის მასალებით არის დამზადებული და მასზე ქართულად ამოტვიფრული სიტყვა „თავისუფლება“ ბრენდის ფილოსოფიას გამოხატავს. თავისუფლებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესსა თუ რასას. ის არ ცნობს შეზღუდვებსა და წინააღმდეგობებს. ის გვაძლიერებს და მუდამ მოძრაობაში გვამყოფებს. ის თავს ცოცხლად გვაგრძნობინებს. თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივ ომებში იყო ჩართული. გიორგისა და შოთას მშობლიური მხარე, ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი – აფხაზეთი ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამან განაპირობა ფეხსაცმლის ბრენდის შექმნა, რომელიც ატარებს ინკლუზიურობისა და თანასწორობის ამ ძლიერ გზავნილს.
R