არის თუ არა უსაფრთხო მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი-სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი დაზიანებული არ არის და მგაზვრებისთვის აღნიშნული სადგურით გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ერთი-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, „გოცირიძის“ ხიდის მონაკვეთზე ორი მატარებელი ერთდროულად გავლას ერიდება, აბსოლუტური სიცრუეა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ხიდის მდგრადობის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მოსული პირველადი დასკვნით ხიდი აბსოლუტურად უსაფრთხოა და დაბალი სიჩქარით მატარებელების მოძრაობა კი თავის დაზღვევით აიხსნება.
მათივე ცნობით, ექსპერტიზის ბიუროდან ოფიციალური პასუხი რამდენიმე დღეში იქნება, შესაბამისად, ამის შემდეგ, სტანდარტული გრაფიკი, მოძრაობასთან ერთად აღდგება.

„ხიდი არის მგზავრებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო. სატრანსპორტო კომპანიამ რამდენიმე ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხიდის ბჯენების შემოწმება დაუკვეთა, ეს ექსპერტიზა დასრულებულია, ხიდი მგზავრთა გადაყვანის მიზნით უსაფრთხოა და არ საჭიროებს არანაირ დამატებით გამაგრებით სამუშაოებს. ორ-სამ დღეში ჩვენ სამხარაულისგან უკვე ოფიციალური დოკუმენტი გვექნება. როგორც კი კომპანიაში ეს დოკუმენტი შემოვა, მატარებლების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვაც მოიხსნება. რადგან ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა, კომპანიამ მატარებლებს დროებით დაუწესა სიჩქარის შეზღუდვა და დაბალი სიჩქარით სწორედ ამიტომ მოძრაობენ“, – განუცხადეს „კვირას“ საპტრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ჩავარდნილ ტენდერს – თბილისის მერიაში მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ გასული წლის 2018 წლის 1-ელ ნოემბერს განაცხადეს; თუმცა, ტენდერი ჩავარდა.

როგორც „კვირას“ საპტრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნული ტენდერი ხიდის შესახებ არ ყოფილა და ის მეტროსადგურის გადახურვასა და სხვა სამუშაოებს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები