ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო, მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე თეატრისა და კინოს მსახიობის, ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარება მინდა, გამოვთქვა დიდი ქართველი მსახიობის, ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახსა და მთელს საქართველოს.
კიდევ ერთი ადამიანი წავიდა იმ თაობიდან, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში, მთლიანად ქართულ კულტურაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას”, – აღნიშნულია პრემიერმინისტრის სამძიმრის წერილში.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ნოდარ მგალობლიშვილი გუშინ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები