დავით სერგეენკო სოცმუშაკების საკითხზე: დღეს, დამატებით, 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ
“დღეს, დამატებით, 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ; კიდევ 20-ის აყვანის შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ, მთავრობის სხდომაზე მივიღებთ ნებართვას და ავიყვანთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „დღეს, დამატებით, 15 შტატგარეშე თანამშრომელი ავიყვანეთ; კიდევ 20-ის აყვანის შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ, მთავრობის სხდომაზე მივიღებთ ნებართვას და ავიყვანთ. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგვჭირდა მსგავსი რეჟიმით მუშაობა, დამატებით კიდევ, მინიმუმ, 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება.რაც შეეხება 50 თანამშრომლის დამატებას – ეს გაფიცვის დაწყებამდე ჩვენი შეთანხმების ნაწილი იყო და, რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია. თუ ვნახავთ, რომ კიდევ საჭიროა დამატებითი რესურსები, ჩვენი მოვალეობაა, რომ მომსახურების პროცესში უწყვეტობა უზრუნველვყოთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.