სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დღევანდელ აქციაზე, მძღოლები თბილისის მერიის მიერ დაწესებულ ტაქსების ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
“თვითონ შავი ჯიპებით დადიან და მე მთხოვენ, თეთრად გადავღებო. მანქანა რომ გადავღებო, მინიმუმ, ერთი თვე უმუშევარი უნდა დავრჩე. ვინ არჩენს ჩემს ოჯახს?! მარტო წამლებისთვის არ მყოფნის ფული. თბილისის მერიას ვურჩევ, ამხელა მასას ნუ შეეჯახება. ვფიქრობ, ჩვენი ბაზრიდან გაძევება სურთ. ჩვენ არ ვაწუხებთ ხელისუფლებას – თავად ვირჩენთ თავს. ქვეყანაში მეტი სხვა პრობლემა არ არის ? ” – აცხადებს ტაქსის მძღოლი.
დღევანდელ აქციაზე ცნობილი გახდა, რომ ტაქსის მძღოლები 11 აპრილს, 15:00 საათზე, საპროტესტო აქციას სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის შენობასთან გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები