დავით მაღრაძე ფილარმონიაში საგანგებო შეკრებას აანონსებს

“ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი, მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით მაღრაძე, 13 აპრილს, ფილარმონიაში საგანგებო შეკრებას აანონსებს და ამბობს, რომ დასწრება თავისუფალი იქნება და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისვლა. ამის შესახებ მაღრაძემ თავის მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო ივანიშვილი-სააკაშვილის უსასრულო და უსაგნო დაპირისპირებისგან უნდა გათავისუფლდეს, მოძრაობას უნდა შეუერთდეს.
“ისინი, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და ისინი, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც”, – თქვა მიმართვაში მაღრაძემ.
ცნობისთვის, 2019 წლის 14 მარტს, მაღრაძემ განაცხადა, რომ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” სულ მალე გააქტიურდება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს თავისი დამსახურებების გამო; თუმცა, განმარტა, რომ მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები