პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მძღოლები ტაქსების ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეს გული გაუხდა ცუდად და არტერიული წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება აქციას – ის ამ დრომდე გრძელდება. მძღოლები ავტომანქანების თეთრად გადაღებას აპროტესტებენ.
ისინი მასშტაბურ აქციას აანონსებენ.