სემეკმა სს „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 მარტის საჯარო სხდომაზე სს „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
კომისიის მიერ სს „სვანეთი ჰიდროს “ სახელზე გაცემული ლიცენზია მესტიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესი 2“-ით ელექტროენერგიის წარმოებას შეეხება. ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. იგი შედგება 3 აგრეგატისგან, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 10-10 მგვტ-ია. „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის საპროექტო წლიური გამომუშავება 106.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.