“ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება”, – ეკონომიკის მინისტრი თავისი სახლის შესაძლო გაქურდვაზე
გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა.
“თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება. ჩემი პირადი საკითხია და, ამიტომ, ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა მინისტრმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე უწყებაში შეტყობინება არ შესულა.