გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქე გამოაძევეს
რეადმისიის ფარგლებში, გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქე დეპორტირდა. ისინი, სპეციალური რეისით, დიუსელდორფიდან უკვე ჩამოვიდნენ. ქვეყანა საქართველოს იმ მოქალაქეებს დაატოვებინეს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. გამოძევებულთა შორის, ძირითადად, ოჯახები არიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.