ჩხუბი ახალგაზრდებს შორის დიღომში – დაპირისპირების შედეგად, ერთი ბიჭი დაიჭრა
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი ბიჭი დაიჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.